რეზონანსი
23.05.2020

ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, მძიმე მდგომარეობაშია, მას ფილტვები სერიოზულად აქვს პარალიზებული. ტელეგრამ-არხი Baza საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კადიროვი 2-3 კვირის წინ დაინფიცირდა, როდესაც საავადმყოფოში ჩეჩნეთის ურუს-მარტანოვსკის რაიონის ხელმძღვანელი ვალიდ აბდურეშიდოვი მოინახულა.

აბდურეშიდოვი კორონავირუსით იყო დაავადებული, კადიროვმა კი მისი მხარდაჭერა გადაწყვიტა. ის "წითელ ზონაში" ხალათითა და მსუბუქი პირბადით იმყოფებოდა და აბდურეშიდოვს გადაეხვია.

ერთი კვირის შემდეგ კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მაგრამ ეს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია ეგონა. მან ექიმებს მაშინვე არ მიმართა და დრო დაკარგა.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი კადიროვი 20 მაისს მოსკოვში გადააფრინეს და ერთ-ერთ კლინიკაში დააწვინეს, თუმცა ჩეჩნეთის ხელისუფლება კადიროვის მდგომარეობას მალავს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×