რეზონანსი
22.05.2020

70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვა იხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თუმცა, მან შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ასაკოვან ადამიანებს მოუწოდა, გაითვალისწინონ რეკომენდაცია და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, სახლიდან არ გავიდნენ.

„უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ ვინაიდან ეს ადამიანები წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს, ჩვენ მივმართავთ მათ რეკომენდაციით, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან და შინ დარჩნენ," - განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება.

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ვასო   (22.05.2020)
ახლა ვიგულავებ მაგრად ქალებში, სახში ვარ ჩაკეტილი .რამდენი ხანია...


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×