რეზონანსი
09.04.2020

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 31 წლის მამაკაცი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ში დაადასტურეს, სადაც განმარტეს, რომ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომში ცხოველის მიმართ სასტიკი მომპყრობის ფაქტზე გამოძიება გუშინ დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ჰასკის ჯიშის მაკე ძაღლი ახალგაზრდა მამაკაცმა კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოაგდო.

ძაღლის მდგომარეობა მძიმეა. ის თბილისში ვეტერინალურ კლინიკაში გადმოიყვანეს, სადაც დღეს ოპერაცია ჩაუტარდა. მუცლად მყოფი ლეკვები მკვდრები არიან, თავად ძაღლს კი მრავლობითი მოტეხილობები და შიდა სისხლდენა აღენიშნებოდა.

ირკვევა, რომ კორპუსის მე-12 სართულზე ერთ-ერთ ოჯახში მისულ მამაკაცს ჩხუბი მოუხდა მასპინძელ ქალთან, გაშველების მიზნით მათთან მეზობელი გავიდა, რომელსაც საკუთარი ძაღლიც გაჰყვა და სწორედ ამ დროს, მამაკაცმა ძაღლი ფანჯრიდან გადააგდო.

პრაიმტაიმი

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×