რეზონანსი
05.04.2020

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 525 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 4 316 დაინფიცირდა, რაც გასული დღეების მაჩვენებელზე საგრძნობლად დაბალია. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს 15 887 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის უფროსმა, ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

იტალიაში, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით, კორონავირუსით ინფიცირების 128 948 შემთხვევა ფიქსირდება.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 21 815-მდე გაიზარდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×