რეზონანსი
05.04.2020

კიდევ ერთ ქართველ ემიგრანტს ფიქრია რობაქიძეს, რომელიც ესპანეთშია, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

„იცით რა ბედნიერები ხართ, ვინც თქვენს საკუთარ მიწაზე, საკუთარ სისხლთან და ხორცთან ხართ? ვერ აფასებთ იმას, რაც გაქვთ. დღეს, ეს ასმაგად დავაფასე. როდესაც ყველა ანალიზის და გამოკვლევის პასუხს ვიგებდი მუხლები მეკვეთებოდა…

ენი გვარი მოიცავს საავადმყოფოს კედლებს და ექიმის შეწუხებული სახე – ვწუხვარ, პასუხი დადებითი. აი, აქ შენი გამბედაობა და ის სიძლიერე სრულდება, რაც ცოტახნის წინ იპოვე საკუთარ თავში. გზა ერთი საავადმყოფოდან მეორემდე. საავადმყოფოს კარიდან, სასწრაფოს მანქანამდე სულ რაღაც 10 ნაბიჯი, კილომეტრებად გეჩვენება, ძლივს, რომ გაივლი ამ მონაკვეთს და იქაც შეშფოთებული სახეები გხვდება და იმის მთქმელიც არ გყავს, ნუ გეშინია მე შენთან ვარ, ყველა გზას მარტო გადიხარ. ყველა პასუხს მარტო იღებ, გტკივა, გინდა იყვირო, მაგრამ ხმა სადღაც შენში იმალება“, – წერს ფიქრია რობაქიძე.

რამენიმე საათში, მან „ფეისბუქლაივი“ ჩართო და თქვა რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„სასწრაფოდ გადმომიყვანეს საავადმყოფოში, ველოდები ექიმს. მაქვს ჰაერის უკმარისობა და მომიდუმდა ხელები და ფეხები, ვერ დაგელოდებით... მძიმე პაციენტების ადგილი არ არის“ – თქვა ვიდეოში ქართველმა ემიგრანტმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×