რეზონანსი
04.04.2020

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 36 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330 პირი.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 162 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 36, ხოლო ერთი გარდაიცვალა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×