რეზონანსი
04.04.2020

თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ საქართველოს საელჩო ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით, კორონავირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთში ამოქმედდება შემდეგი დამატებითი შეზღუდვები:

1. მომდევნო 15 დღის განმავლობაში, თურქეთის 30 მთავარ ქალაქში, ასევე, ქალაქ ზონგულდაქში აიკრძალება ავტომობილების შესვლა და გასვლა. საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდვა, შესაძლებელია, რომ გაგრძელდეს 15 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგაც;

2. თურქეთის მასშტაბით, ქუჩაში გასვლა იკრძალება 65 წელს გადაცილებული, ასევე, 20 წელს ქვემოთ და 2000 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული მოსახლეობისთვის;

3. ბაზრებსა და მარკეტებში მოსახლეობისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება;

4. პირი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ დაიცავს 3 ნაბიჯიან დისტანციას, დაჯარიმდება.

საელჩოს ინფორმაციითვე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ხვალიდან, მომდევნო 15 დღის განმავლობაში, თურქეთის შემდეგ ქალაქებში აიკრძალება ავტომობილების შესვლა და გასვლა: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, ქაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.

„დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00. ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×