რეზონანსი
31.03.2020

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ჟურნალისტებს აფრთხილებს - ლევან გოფოძე აცხადებს, რომ კორონავირუსის შიდა გადაცემისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.

მისი თქმით, სამედიცინო პერსონალთან ერთად, ჟურნალისტებიც ამ თვალსაზრისით მაღალი რისკის ჯგუფში შედიან.

„შიდა გადადება არის უკვე, ამიტომაც ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. დაწყებული სამედიცინო პერსონალიდან, ჟურნალისტებს ყოველდღე გაფრთხილებთ, რადგან თქვენც საკმაოდ მაღალი რისკის კონტინგენტს მიეკუთვნებით. რა თქმა უნდა, მოსახლეობაც. დარჩით სახლში, დაიცავით სოციალური დისტანცირება და მაქსიმალურად შევზღუდოთ კონტაქტები, რადგან შიდა გადაცემა ყველაზე დიდი პრობლემაა. როდესაც ზუსტად ვიცით, ვინ საიდან ჩამოვიდა, რა ჩამოიტანა და როგორ, მათი მართვა შედარებით ადვილია, რადგან კონტაქტების დადგენა ადვილია. შიდა გადადების დროს კონტაქტების დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, ვისგან მივიღეთ არ ვიცით და ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. საგანგებო სიტუაციების გამკაცრების მიზეზი ისაა, რომ შიდა გადაცემის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა",-აცხადებს გოფოძე.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×