რეზონანსი
30.03.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დინამიკა შემაშფოთებელია. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ამ დროსითვის ახალიკორონავირუსით ინფიცირებულია 100 ადამიანი.  ინფიცირებულთა შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელიცაა. 

გახარია ამბობს, რომ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის,გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 6:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.

„საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი 21: 00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 6:00 საათამდე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი“, - განაცხადა გახარიამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×