რეზონანსი
28.02.2020

ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას დააკავეს. ამის შესახებ პრაიმტაიმის ჟურნალისტს მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა.

„საკრებულოს სხდომა იყო, მერიც და თავმჯდომარეც ესწრებონენ. მათი დაკავება ჯერ კიდევ სამუშაო საათებში მოხდა. რას ედავებიან ჯერ არ ვიცით, ალბათ ყველა ერთად გავიგებთ", - გვითხრა მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მერი რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. ამის სავარაუდო მიზეზად რეგიონში მიწების გასხვისება სახელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავების დეტალებზე ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ.

წყარო: პრამტამი

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
წერე და იკითხე!   (29.02.2020)
დიდი ხელფასიც კი უძლურია ადამიანის ხარბ ბუნებასთან.ეს მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს.

tatoo   (28.02.2020)
ვიტომ ამისტვის?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×