რეზონანსი
25.02.2020

(რეზონანსი) ავარია მოხდა ასპინძის სოფელ ტოლოშთან. მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი - 29 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ერთი დაშავებული ასპინძის კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×