რეზონანსი
19.02.2020

სამტრედიაში მამაკაცმა  ცოლი იმ დროს მოკლა, როცა ის სამოქალაქო რეესტრში განქორწინების საკითხზე იყო მისული. როგორც გარდაცვლილი  25 წლის გოგოს მამა ჰყვება, მისი შვილი რეესტრში განქორწინების მიზნით მივიდა, ქმარი კი ბათუმში უნდა ყოფილიყო და “სკაიპით” გაეწერათ ხელი.

მისი თქმით,  ყოფილი სიძე გოგოს ჩასაფრებული დახვდა და შესვლისთანავე ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ცოლ-ქმარი ბათუმში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. როგორც გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრი ამბობს, კონფლიქტი მეუღლეებს შორის არ შეუმჩნევიათ.

“სიძეს მოჰყავდა ძმაკაცები და სვამდნენ, ვუთხარი რომ აქ ბავშვები იზრდებიან და არ მინდა შენი ძმაკაცები-მეთქი. აქ არ ჰქონიათ კონფლიქტი, ბოლოს თქვა გოგომ – თქვენ რა იცით მე რა დღეში ვარო. შემდეგ მამამისს დაურეკა, წამიყვანეთ აქედანო და წამოიყვანა მაშინვე. მერე ემუქრებოდა, რატო შემიძულე ასეო, გოგო არ ურიგდებოდა. არ უნდოდა მასთან ცხოვრება. ბავშვებიც აქ გადმოვიყვანეთ. გავზრდი შვილებსო, მაგრამ არ დაანება თავი. დილით დაურეკა, რომ ბათუმში ვარ და გადმოდიო რეესტრში, მაგრამ აქ დახვედრია”,- ამბობს გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×