რეზონანსი
30.01.2020

(რეზონანსი) ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის სა­ხე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა კრი­მი­ნა­ლურ საქ­მე­ში წლე­ბია ფი­გუ­რი­რებს. 34 წლის და­ვით და გი­ორ­გი (გოგა) ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბი წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ არი­ან ნა­სა­მარ­თლე­ვი.

1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლის ერთ-ერთი ბოლო და­კა­ვე­ბა შსს-მ 2016 წელს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. 2016 წლის 3 და 4 სექ­ტემ­ბერს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვარ­მა სამ­მარ­თვე­ლომ თბი­ლის­ში სამი ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირ­ში მყო­ფი პირი და­ა­კა­ვა - გი­ორ­გი ყან­ჩა­ვე­ლი, ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე და გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლი.

ამ სამი პი­რის და­კა­ვე­ბა და­ემ­თხვა სოსო ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბას, რო­მე­ლიც ე.წ კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის გია ჯო­ხა­ძის ძმა იყო. ტყუ­პი ძმა და ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი (ბა­დუ­კა) ნა­თო­ბა­ძე ახლო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფე­იქ­რიშ­ვი­ლებ­სა და ჯო­ხა­ძე­ებს და­პი­რის­პი­რე­ბაც ჰქონ­დათ.

გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვილ­მა და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ისიც გა­ნა­ცხა­და, რომ ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მის სახ­ლთან მუდ­მი­ვად იდ­გნენ პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნე­ბი, თუმ­ცა, მკვლე­ლო­ბას­თან კავ­შირს ის კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და.

ამას­თან, ცნო­ბი­ლია ისიც, რომ ფე­იქ­რიშ­ვილ­თან ერ­თად შსს-ს მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი ყან­ჩა­ვე­ლი ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბის დღეს ბა­დუ­კა ნა­თო­ბა­ძეს­თან ერ­თად იმ მან­ქა­ნა­ში იჯდა, რი­თაც ნა­თო­ბა­ძე გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

შსს იუ­წყე­ბო­და, რომ 2016 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, ფე­იქ­რიშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ამო­ი­ღეს ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ერთი მჭი­დით, 30 ცალი ვაზ­ნა და ერთი შეკ­ვრა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მელ­ზეც და­ნიშ­ნუ­ლია ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა.

ფე­იქ­რიშ­ვი­ლი 2015 წლის ოქ­ტომ­ბერ­შიც და­ა­კა­ვეს ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე, სა­კუ­თარ სახ­ლთან. მას ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბა ედე­ბო­და ბრა­ლად, თუმ­ცა მა­შინ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ გოგა ფე­იქ­რიშ­ვილს პო­ლი­ცი­ამ ია­რა­ღი ჩა­უ­დო. ის 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იხ­დი­და სას­ჯელს, 2016 წლის 30 ივ­ნისს კი ცი­ხი­დან გა­მო­ვი­და.

გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი უკავ­შირ­დე­ბა გია უდე­სი­ანს, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" "ზონ­დერ-ჯგუ­ფე­ბის" მე­თა­უ­რად" მო­იხ­სე­ნი­ე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლს, მისი სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებს ე.წ მა­ზავ­ში­კე­ბის საქ­მე­ში, რა დრო­საც და­ვით გაგ­ნი­ძე, გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძე და კახა მი­სი­რე­ლი და­ა­კა­ვეს.

და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილს სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ე.წ "მა­ზით" 140 000 დო­ლა­რი ჰქონ­და მო­გე­ბუ­ლი. თან­ხის გა­დახ­და მის მო­ვა­ლეს გა­უ­ჭირ­და და დახ­მა­რე­ბის­თვის ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს „ავ­ტო­რი­ტე­ტის" ვახ­ტანგ (ვატო) ყი­ფი­ანს მი­მარ­თა.

ყი­ფი­ა­ნი უკ­რა­ი­ნი­დან თბი­ლის­ში და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და. მა­შინ გავ­რცელ­და ყი­ფი­ა­ნი­სა და ფე­იქ­რიშ­ვი­ლის სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რიც, სა­დაც ისი­ნი თან­ხა­ზე სა­უბ­რობ­დნენ. ყი­ფი­ა­ნი ფე­იქ­რიშ­ვილს ეუბ­ნე­ბო­და, "ქურ­დუ­ლი წე­სე­ბით", ასეთ დროს მო­გე­ბუ­ლი თან­ხის 20 პრო­ცენ­ტი სად უნდა წა­სუ­ლი­ყო. ფე­იქ­რიშ­ვი­ლი კი ყი­ფი­ანს პა­სუ­ხობ­და, რომ ეს წე­სე­ბი, უკვე აღარ არ­სე­ბობს.

ძა­ლოვ­ნებ­მა გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძე, და­ვით გაგ­ნი­ძე და კახა მი­სი­რე­ლი 2010 წლის ივ­ლის­ში, თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე და­ა­კა­ვეს. მან­ქა­ნა სამ­რე­ცხა­ოს­თან რამ­დე­ნი­მე წუ­თით გა­ა­ჩე­რეს და სა­ვა­რა­უ­დოდ, ფე­იქ­რიშ­ვილს ელოდ­ნენ, რომ­ლის­თვი­საც თან­ხა უნდა გა­და­ე­ცათ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის­გან 40 700 დო­ლა­რია ამო­ი­ღეს და ეს თან­ხა, გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, ფე­იქ­რიშ­ვილს ეკუთ­ვნო­და. ვატო ყი­ფი­ანს კი და­მა­ტე­ბით, ფე­იქ­რიშ­ვი­ლის მო­გე­ბუ­ლი თან­ხა, 30 000 დო­ლა­რი უკ­რა­ი­ნა­ში ჰქონ­და ამო­ღე­ბუ­ლი.

მა­შინ და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბას დას­თან­ხმდა და ცი­ხი­დან მა­ლე­ვე გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბი ბოლო პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­ში დაც­ვის თან­ხლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ძმებს ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია მათ­ზე შე­საძ­ლო თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ძმე­ბის - გი­ორ­გი და და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ბრალ­დე­ბით 7 პირი დღეს და­ა­კა­ვა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არიან.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ თბი­ლი­სე­ლი ძმე­ბის ლიკ­ვი­და­ცია უკ­რა­ი­ნა­ში და­ი­გეგ­მა და ის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღისა და სპე­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­უ­რად მოქ­მე­დი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო.

Ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×