სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    27.01.2020

    (რეზონანსი) 28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    შესაძლოა, ამ დღეს პარტნიორისგან საქმიანი წინადადება მიიღოთ. სწორედ ამ წინადადების წყალობით, ფინანსურ წარმატებას მიაღწევთ. სავარაუდოდ, იწყება თქვენი ოცნებების ასრულების პერიოდი. გამორიცხული არ არის გავლენიანი ადამიანების გამოჩენა, რომლებიც მნიშვნელოვან საქმეში დაგეხმარებიან.

    კურო

    მომაბეზრებელი ერთფეროვნება მამაკაცებს აიძულებს, რომ ახალი თაგადასავლები ეძებონ. ნუ აჩქარდებით -ახალი ნაცნობობა მომავალში უამრავ პრობლემას შეგიქმნით. გამორიცხული არ არის საინტერესო საქმიანი წინადადება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გარიგების დადების დროს წინდახედულება გამოიჩინოთ.

    ტყუპები

    ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისთვის. ახლობელ ადამიანებს თქვენი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სტუმრების ვიზიტი ან ფულადი შემოსავალი, რომელიც დაგროვილ პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

    კირჩხიბი

    ნუ აჩქარდებით - ახალი კონტაქტების დამყარებისთვის არახელსაყრელი დროა. სამსახურში მოსალოდნელია ხელმძღვანელობის მხრიდან საინტერესო წინადადება. ფინანსური ხელშეკრეულების გაფორმების დროს დიდი სიფრთხილე და ყურადრება გმართებთ.

    ლომი

    ვარსკვლავები დიდი ხნის ოცნების ასრულებას გპირდებიან. სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს მიიღებთ დიდი ხნის შრომის შედეგს. გამორიცხული არ არის, გავლენიანი მფარველების გამოჩენა, რომლებიც შეუცვლელ დახმარებას გაგიწევენ, თუმცა წინ უამრავი დაბრკოლება და წინააღმდეგობა გელით. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისთვის.

    ქალწული

    ამ დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით, რაც ძალიან მოგეწონებათ. დაძაბული შრომა სასურველ შედეგს მოგიტანთ. კარგი დღეა კომერციული საქმიანობისთვის. ოჯახის წევრები თქვენს მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს და მზრუნველობას გამოიჩენენ.

    სასწორი

    არახელსაყრელი დღეა. ნუ დანიშნავთ შეხვედრებს, რადგან სასურველი შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ. ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ. ახლობლებთან თქვენი დამოკიდებულება გაუმართლებელი უხეშობით გამოირჩევა. ეცადეთ ემოციები მოთოკოთ და საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. დიდია დაავადების ან უბედური შემთხვევის რისკი.

    მორიელი

    ხელსაყრელი დღეა ცოდნის მიღების, ლოცვისა და მედიტაციისთვის. კარგი იქნება თუ რელიგიურ ლიტერატურას წაიკითხავთ და უპოვარ ადამიანებს დაეხმარებით. ნათესავები თქვენს დახმარებას საჭიროებენ - მოსალოდნელია დაავადება. ნუ დაივიწყებთ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ.

    მშვილდოსანი

    აქტიური დასვენებისთვის ხელსაყრელი დღეა. უსიამოვნო ცნობა გაიძულებთ საფრთხის პირისპირ დადგეთ და საკუთარი ინტერესები დაიცვათ. ძვირფასი ადამიანის მიმართ დაუფიქრებელი მოქმედება ან უთანხმოება შესაძლოა დიდი უსიამოვნების მიზეზი გახდეს, რომელიც ოჯახში დიდი კონფლიქტით დასრულდება.

    თხის რქა

    უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ერიდეთ აზარტთან და რისკთან დაკავშირებუილ საქმეებს. წარმატებას მხოლოდ კარგად დაგეგმილი და გათვლილი მოქმედებები მოგიტანთ. დახმარების იმედი ნუ გექნებათ - ყველა საქმეს თავად უნდა გაუმკლავდეთ. პროფესიულ საქმეებში აქტიურობას ფინანსური ზარალი ან ავტორიტეტის დაცემა მოჰყვება. ნუ აჩქარდებით და ეცადეთ, ემოციები მართოთ.

    მერწყული

    ფრთხილად იყავით - ტყუილის, ილუზიების და ცდუნებების დღეა. პირადი მტრები არ გყავთ, თუმცა მოსალოდნელია აგრესია უცნობი ადამიანების მხრიდან. კოლეგებთან და უფროს ნათესავებთან ურთიერთობაში თავშეკავება გამოიჩინეთ. ერიდეთ ზედმეტად აქტიურ ადამიანებს და სხვისი გავლენის ქვეშ ნუ მოექცევით.

    თევზები

    არახელსაყრელი დღეა. ნუ დანიშნავთ შეხვედრებს, რადგან სასურველი შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ. ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ. ახლობლებთან თქვენი დამოკიდებულება უპატიებელი უხეშობით გამოირჩევა. ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ და საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. დიდია დაავადების ან უბედური შემთხვევის რისკი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×