სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.12.2019

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ აკონკრეტებს შეწყალებულთა შორის იქნება თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ არის მხოლოდ მამალაძის შეწყალების მიმართ ასეთი ინტერესი. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, როცა გამოსცემს შეწყალების აქტს, იქ იქნება შეწყალებულთა სიაც.

    „მამალაძეს აქ არ გეტყვით. შეწყალების აქტი როცა გამოიცემა, ყველა გაეცნობა ვინ არის შეწყალების აქტში. არასწორია სხვა ოჯახებისთვის, რომლებიც არანაკლებად ელოდებიან გადაწყვეტილებას. არ იქნება სწორი რომ ჩვენ მხოლოდ მამალაძეზე ვისაუბროთ და არ მესმის რატომ არის მხოლოდ მამალაძეზე ასეთი აქცენტი და მხოლოდ მასზე საუბარი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

    დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით საქართველოს საპატრიარქომ პრეზიდენტს 8 ნოემბერს მიმართა. ადმინისტრაციის ცნობით, მსჯავრდებულთა შეწყალება მიმდინარეობს შეწყალების ახალი წესის შესაბამისად. შეწყალების ახალი წესი ძალაში 27 ნოემბერს შევიდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×