რეზონანსი
07.12.2019

(რეზონანსი) დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ქვეყანაში გავნითარებულ მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ბოლო დროინდელი უმრავლესობის შეხვედრები და ვითომ დაძაბული საუბრები უნიჭო სპექტაკლებს დაემსგავსა.

„როგორ შეიძლება დღეს „ქართულ ოცნებაში" რამის სიმყარეზე, ან რამის მდგრადობაზე საუბრობდნენ?! მითუმეტეს სპიკერებად მოვლენილი „კოლექტიური ზარდიაშვილები". ჩამოიქცა, დაინგრა ქვეყანა. ინფლაციას მიაქვს ყველაფერი, ხალხი გაღატაკდა. და ესენი მყარად რაში არიან ვერ გავიგე, თავის სავარძლებში სხედან მყარად? მაგიც ეჩვენებათ მემგონი, რადგან ხვალ იმ სავარძლებსაც დაკარგავენ და ქუჩაშიც ვეღარ გამოვლენ ესეთი საქციელით.

ერთ-ერთ დეპუტატს, უმრავლესობიდან, ისიც წამოსცდა, რომ ვადამდელი არჩევნები შეიძლება იყოსო და თუ ეს მართლა აქვთ გეგმაში, ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას", ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოიწვევს აბსოლუტურად არალეგიტიმურობას იმ შედეგისას, რომელიც დადგება, რადგან ის არ იქნება იმ საარჩევნო სისტემით ჩატარებული, რასაც ხალხს დაპირდნენ. ამიტომ რევოლუცია გარანტირებული ექნებათ მეორე დღესვე, რადგან არავინ არ უღიარებთ მათ შედეგს. ეს კი, საკმაოდ ძვირი დაუჯდება როგორც ქვეყანას, ისე მოსახლეობას და ამას არავინ აპატიებს", - აცხადებს ჭიჭინაძე.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×