რეზონანსი
20.11.2019

რამდენი გადმოიფორმა არ ვიცი, მაგრამ რამდენიც არ უნდა ყოფილიყო, ქვეყანაში იარაღის ფლობა დანაშაული არ არის - ასე აფასებს, "ევროპული საქართველოს ლიდერი" დავით ბაქრაძე ჟურნალისტებთან საუბრისას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული, „მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესს.

"პროკურორი ვერ პასუხობს კითხვას, სად ამოიღეს იარაღი - ქუჩაში თუ მანქანაში. პროკურორმა აგვიხსნა, რომ მანქანა და ქუჩა არის ერთი და იგივე იმიტომ, რომ მანქანა დგას ქუჩაში. ამ ლოგიკით, შენობებიც დგას ქუჩაში და ე.ი. ყველა ქუჩაში ვართ. პროკურორი ვერ ამბობს, საიდან ამოიღეს იარაღი. პროკურორი ვერ ამბობს, რატომ არ არის დაფიქსირებული ოქმში იარაღის ნომერი. იარაღი არის უნომროდ ოქმში გატარებული და იარაღის ტიპიც არ არის დაფიქსირებული", - აღნიშნა ბაქრაძემ.

ბაქრაძე ასევე გამოეხმაურა პროკურორის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რურუას თავის სახელზე რეგისტრირებული აქვს 48 სხვადასხვა კატეგორიის იარაღი ტარების უფლებით. როგორც "ევროპული საქართველოს" ლიდერი აღნიშნავს, კანონიერად იარაღის ფლობა დანაშაული არ არის.

"რამდენი გადმოიფორმა არ ვიცი, მაგრამ რამდენიც არ უნდა ყოფილიყო, ქვეყანაში იარაღის ფლობა დანაშაული არ არის", - აღნიშნა ბაქრაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×