რეზონანსი
19.11.2019

ინფორმაციის თავისუფალი განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობის ხარჯების შესახებ კვლევა ჩაატარა.

შედეგად დადგინდა, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან რეზიდენციის მოწყობისთვის სულ 2 174 783 ლარი დაიხარჯა, საიდანაც 1 199 558 ლარი ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას მოხმარდა, 255 000 ლარი კი მათ რესტავრაციას.

ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი - 59 000 აშშ დოლარი; ოთხ ანტიკვარულ ჭაღში - ჯამში 133 410 აშშ დოლარი/391 112 ლარი დაიხარჯა;

ოქმების მიხედვით, ეროვნული მუზეუმის სამუშაო ჯგუფმა ორ დღეში ადგილზე შეისწავლა 58 ანტიკვარული ნივთი და მათი ვიზუალური დათვალიერებით განსაზღვრა მათი შესყიდვის მიზანშეწონილობა.

IDFI მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისათვის თანხის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფა, მისი შინაარსიდან გამომდინარე, აჩენს კითხვებს - რამდენად შეესაბამება ეს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდის განკარგვის პრინციპებს. კერძოდ, პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობა წარმოადგენს იმ ტიპის ხარჯებს, რომლის გათვალისწინებაც შესაძლებელია ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და ნაკლებად არის განპირობებული ფორსმაჟორული ან გაუთვალისწინებელი სიტუაციიდან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×