სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.11.2019

    (რეზონანსი) სამტრედიაში, ავტოავარიისას გარდაცვლილი 24 წლის შაკო ბარამიძე წესის აგების გარეშე დაკრძალეს. როგორც მისმა ოჯახმა დღეს განაცხადა, ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან პოლიტიკური ორგანიზაცია "გირჩის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის მოლოდინში, რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისათვის წესის აგებაზე.

    ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა აცხადებს, რომ შაკო ბარამიძისთვის წესის აგებასთან დაკავშირებით სინოდზე იმსჯელებენ, წესის აგება კი დასაფლავების დღესაც, მეორმოცე დღეს და წლისთავზეც შეიძლება.

    მანამდე „გირჩმა" განაცხადა, რომ წინა კვირის სამშაბათს, ავტოავარიაში დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე. მათი მტკიცებით, ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

    „გირჩის" ინფორმაციით, სასულიერო პირებმა მათ უთხრეს, ადამიანებს, ვისაც "ბიბლიური თავისუფლების" მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან აკრძალული აქვთ წესის აგება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×