სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.11.2019

     „ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა მიიღეს. მედია-ტური ოთხივე სეზონზე საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს და „ვისოლ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის #იმოგზაურევისოლთანერთად ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური მედია გათამაშების ანონსირებას ისახავდა მიზნად. 

    დაცული ტერიტორიების სააგენტო და „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით უკვე რამდენიმე თვეა რაც თანამშრომლებენ. პროექტის ფარგლებში უკვე მომზადდა 16 ვიდეო ბლოგი საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიების შესახებ. ბლოგებს სოციალურ ქსელში 2 მლნ-ზე მეტი ნახვა აქვთ. ბლოგის წამყვანები საზოგადოებას აცნობენ როგორც პოპულარულ მარშრუტებს, ასევე სამთო-საფეხმავლო ბილიკებს და ეხმარებიან მათ ახალი მიმართულებების აღმოჩენაში. მაყურებლები ამომწურავ ინფორმაციას იღებენ უსაფრთხო მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

    მედია-ტურის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში პრომეთეს მღვიმესა და კოლხეთის ეროვნულ პარკს სტუმრობდნენ. ტურის მონაწილეებს ზუგდიდში, ახლადგახსნილმა ბუტიკ სასტუმრო „ლეთომ“ უმასპინლა, რომლის ძირითადი ღირებულება ხალხია და თავადაც ხელს უწყობს სტუმართმასპინძლობის განვითარებას რეგიონში. „ლეთოში“ გამართულ გალა-ვახშამზე ტურის მონაწილეებისთვის  გათამაშებაც გაიმართა, სადაც გამარჯვებლს დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისთვის „ვისოლის“ საწვავი, „ლეთოს“ სასტუმროს ნომრის ჯავშანი და დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ერთწლიანი აბინემენტი გადაეცა. იგივე პრიზები ელის #იმოგზაურევისოლთანერთად პროექტის ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი ორთვიანი სოციალური მედია გათამაშების გამარჯვებულებსაც, მედია ტურის მონაწილეთა კომფორტულ მგზავრობაზე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსებმა გორსა და არგვეთაში იზრუნეს და „სმარტთან“ და „ვენდისთან“ ერთად მოგზაურობის სრული სიამოვნება შეუქმნეს. 

     პრომეთეს მღვიმე საქართველოს დაცული ტერიტორიების გამორჩეული ბუნების ძეგლია. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორ ქართველ, ასევე უცხოელ ვიზიტორებში. მღვიმეში 2019 წელს სრულად შეიცვალა განათების სისტემა და ტურისტებს ახლა სრულიად განსხვავებულ გარემოში შეუძლიათ მღვიმის დათვალიერება. პრომეთეს მღვიმის ბოლო დარბაზში იმართება ლაზერ-შოუც. რაც შეეხება კოლხეთის ეროვნულ პარკს, მედია-ტურის მონაწილეებმა პანტონით გაისეირნეს პალიასტომის ტბის ფიჩორის მონაკვეთზე და მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერეს. კოლხეთის ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. ტერიტორია წელს საქართველოში პირველად, იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტის სტატუსის მოსაპოვებლად წარადგინეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×