სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.11.2019

      „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი გუშინ მომხდარზე პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და აცხადებს, რომ არა სამართალდამცველები, ისინი კინოთეატრებში შევიდოდნენ და ფილმის „და ჩვენ ვიცეკვებთ" ჩვენებას გამორთავდნენ.

    გურამ ფალავანდილშვილმა ამის შესახებ „ვერის ბაღში" ისაუბრა.

    რაც შეეხება დღევანდელ გეგმებს, ფალავანდიშვილის განმარტებით, ფიზიკური დაპირისპირება არ იქნება. ისინი ტრანსპარანტებით ყველა კინოთეატრთან მივლენ.

    „მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს, პირადად მისი პასუხისმგებლობაა, ეგ არის ლობისტი. რომ არა მისი პოლიცია, ფილმი არ გავიდოდა. ვერავინ გაბედავდა ამ ფილმის ჩატარებას, არც კი მოვიდოდნენ კინოთეატრში ეს ევროკავშირის ელჩები, რომ არა ივანიშვილის მთავრობა. დღეს გუშინდელის მერე ვიშუშებთ ჭრილობებს ფიზიკუარადაც და მორალურადაც. სასამართლოებია ჩვენი ძმების, რომლებსაც მალე გამოუშვებენ იმედია", - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

    მისი თქმით, წინააღმდეგობა გაგრძელდება.

    „გუშინ ჩვენ არ ვიკადრეთ, როგორც რუსთაველზე, კომბლები გამოგვეყენებინა და ჯოხები. ვიღაცებმა ისროლეს რაღაცები, ეს მიუღებელი იყო, მაგრამ ჩვენ რომ აგვეღო ჯოხები, ეს არ გავაკეთეთ. ხალხმა შეიძლება, იარაღიც აიღოს, რაღაც მომენტში, მაგრამ ეს მომენტი არ არის. დღეს ჩვენ აღარ ვაპირებთ შტურმებს და აქედან გამომდინარე, დიდი ხალხი არ გვჭირდება და არ დაგვიძახია. ჩვენ პლაკატები დავბეჭდეთ და პლაკატებს მოვიტანთ ინგლისურ და ქართულ ენებზე, რომ ეს შეურაცხყოფაა ჩვენი ერის. ამ პლაკატებით წავალთ ყველა კინოთეატრის დარბაზთან", - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

    კინოთეატრ „ამირანთან" და „გალერია თბილისთან", სადაც ფილმის ჩვენება უნდა გაიმართოს, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

    საქართველოში გუშინ ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ; „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა; ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ; „ქართულმა მარშმა" და მათმა თანამოაზრეებმა გააპროტესტეს. თბილისის კინოთეატრებთან, ასევე ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.

    აქციებზე რამდენიმე ინციდენტი და შეხლა-შემოხლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 27 პირი, ფილმის ჩვენებისას ოთხ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება.

    ამასთან, კინოთეატრ „ამირანთან" დაკავებული 21 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო, ორი ხელწერილით გათავისუფლდა, ერთს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

    წყარო: 1tv.ge

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×