სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.10.2019

     (რეზონანსი) გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ.

    აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა.

    სააგენტოს ინფორმაციით, გომელაურმა, გოგაშვილმა და ჩიმაკაძემ საგამოძიებო უწყებას ჩვენება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მისცეს.

    გენერალურ პროკურატურაში არ უარყოფენ, რომ საქმეზე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დაიკითხნენ, თუმცა კონკრეტიკისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ „გამოძიების ფარგლებში ჩატარდა და ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით".

    შეგახსენებთ, რომ პანკისში სპეცოპერაცია, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, 2017 წელის დეკემბერში ჩატარდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×