სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.10.2019

     (რეზონანსი) „სანამ პატარა ვიყავი, ძალიან მკაცრად მზრდიდნენ, არასდროს დავრჩენილვარ ნათესავის ან მეგობრის სახლში. ექსკურსიაზეც კი მთელი ოჯახით მიშვებდნენ, ისიც მხოლოდ ერთ დღიანზე. სკოლაშიც მძღოლს დავყავდი. ამის მიუხედავად, გავხდი ძალადობის მსხვერპლი" - სექსუალური ძალაოდბის მსხვერპლის მონათხრობს გამოცემა „ტაბულა" აქვეყნებს, სადაც ასევე აღწერილია ძალადობის სხვა შემთხვევები და საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარის, ეკა ჭყონიას შეფასება, რომელიც ამბობს, რომ ამ ტიპის გამოცდილება ერთ-ერთ მძიმე ტრავმად ითვლება, რომელმაც შესაძლოა, მთლიანად შეარყიოს ადამიანის შემდგომი განვითარება და დამოკიდებულებები.

    და აი, რას ყვება სექსუალური ძლადობის მსხვერპლი, პირობითი სახელით მაია:

    „სტუდენტი ვიყავი, უნივერსიტეტიდან მოვდიოდი, როცა რუსთაველზე ერთმა კაცმა გამაჩერა. 50 წლის იქნებოდა დაახლოებით, თმა და წარბი შეღებილი ჰქონდა, ჩემი დაკვირვებით. კარგად ეცვა და სერიოზულად გამოიყურებოდა. მითხრა, რომ ძალიან ლამაზი ვარ და ფილმში მონაწილეობა შემომთავაზა. სცენარიც ამობეჭდილი ჰქონდა, გოგოს და ბიჭის ამბავია, შენ გოგოს, ნინიკოს როლი უნდა ითამაშოო. მთავარი როლია და 10 000 დოლარია ჰონორარიო. პარალელურად, ვიღაცებს ურეკავდა, თან ხმამაღლა ამბობდა, აი, ვიშოვე ნინიკოს როლის შემსრულებელიო.

    დავუჯერე, ნომერი მივეცი და შევუთანხმდი შეხვედრაზე. სრულწლოვანი ვიყავი, არ ვიცი, რატომ ვერ მივხვდი ვერაფერს.

    აბაშიძეზე, პიცერიაში შევხვდით. მერე წავედით ბინაში, სადაც, მისი თქმით, უნდა მოსულიყვნენ სხვა მსახიობებიც და გაგვევლო რეპეტიცია. ტექსტი ნასწავლი მქონდა.

    ... ძალა იხმარა, მცემა, მემუქრებოდა, ხმა არ ამოიღოო. მითხრა, 14 წლის გოგოები მეხვეწებიან მოგვტ*ანი და შენ რას წივიხარო.

    ერთ თვეში გავიგე, რომ ორსულად ვარ. მუცელი მომეშალა, ლამის მოვკვდი.

    გადავწყვიტე მიმემართა სამართალდამცავებისთვის და ლექტორს ვუთხარი, ვინც მაგ დროს ორგანოში იყო და დამარწმუნა, არ გინდა, მე მივხედავო... მაგრამ აშკარად არავის მიუხედავს, რადგან რამდენიმე ხნის წინ კაფეში დავინახე ძალიან პატარა გოგოსთან, ალბათ მომავალ მსხვერპლთან ერთად. ეს კაცი იყო თამაზ ა".

    წყარო: ტაბულა

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Neruda   (21.10.2019)
    საშინელებაა მე ვიცნობ სტუდენტობაში ანალოგიურად გაუპატიურებულ ბიჭს რომელიც 50 წლის ქალმა შეუტყუა სახლში ძალა იხმარა, ცემა და დაემუქრა არავის უთხრა. 14 წლის ბიჭები მეხვეწებიან მოგვეციო და შენ რა გაღრიალებსო


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×