სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.10.2019

     

    დღეს დილით გამთენიისას, გურამიშვილის გამზირზე, N30-ში მომხდარი აფეთქების სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება. შემთხვევა მეორე კორპუსში, მეოთხე სართულზე, ბინა N13-ში მოხდა.

    ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ თბილისი ენერჯის წარმომადგენლებს ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი ჰქონდათ აღმოჩენილი და ბინის მეპატრონეც გაფრთხილებული ჰყავდათ. თბილისი ენერჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნათია მიქიაშვილის ცნობით, წყლის გამაცხელებელი სპეციალისტებმა ჩაჭრეს.

    ბინის მესაკუთრის შესახებ ამ დროისთვის მწირი ინფორმაცია ვრცელდება. მას ახლოს არც კორპუსის მაცხოვრებლები იცნობდნენ. „პრაიმტაიმის" ცნობით, ის იოსებ ჯავახიშვილია, ბინაში მარტო ცხოვრობდა, წარმოშობით კახეთიდანაა და დაახლოებით 40 წლამდეა.

    გავრცელებული ცნობით, ის ძალიან დაკავებული იყო, ფაქტიურად სახლიდან სულ გასული იყო და ბინაში მისულ „თბილისი ენერჯის" წარმომადგენლებსაც კარს არავინ უღებდა.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×