რეზონანსი
16.10.2019

დღეს კიდევ ერთი თვითმკვლელობა მოხდა იმერეთში, ამჯერად 30 წლის მამაკაცმა ჩამოიხრჩო თავი.

შემთხვევა საღამოს ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

ბოლო პერიოდში, იმერეთის რეგიონში მომხდარი თვითმკვლელობების სტატისტიკა აშკარად საგანგაშოა.

15 ოქტომბერს წყალტუბოში სანატორიუმ “სამგურალთან” 18 წლის ახალგაზრდა ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა.

მომხდარიდან მალე სიცოცხლე ასევე თვითმკვლელობით დაასრულა გარდაცვლილის დედამ, გამოძიება ამ შემთხვევაშიც 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

5 ოქტომბერს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში არასრულწლოვანმა ბიჭმა თავი ჩამოირჩო. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

2 ოქტომბერს ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა თავი მოიკლა ქუთაისის ციხეში.

(აიპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×