სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.10.2019

     (რეზონანსი) ტელეკომპანია „პირველის" ინფორმაციით, თანამდებობას ტოვებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, რომელიც აღნიშნულ პოსტს ექვსი თვის განმავლობაში იკავებდა.

    „პრაიმტაიმის" ინფორმაციით კი, ამ პოსტზე რამდენიმე სხვა პირთან ერთად ნინო ჯავახაძის კანდიდატურა განიხილება.

    აღსანიშნავია, რომ ჯავახაძე 2013 წლიდან ეკონომიკის სამინისტროში საერთაშორისო მოლაპარაკებებს კურორებდა და ამასთან ის გახლდათ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი. 2016 წელს ნინო ჯავახაძე ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა. გიორგი გახარიას შსს-ში გადასვლის შემდეგ კი ის შს მინისტრის მოადგილე გახდა.

    სწორედ ნინო ჯავახაძე განიხილება ეკონომიკის მინისტრის პოსტზე. ეს იმ შემთხვევაში თუ ნათია თურნავამ თანამდებობა მართლაც დატოვა, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ „ეს არის ყალბი ინფორმაცია".

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×