სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.10.2019

     (რეზონანსი) გუშინ, ქო­ბუ­ლეთ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 15 წლის ლიკა სარ­ჯვე­ლა­ძის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

    ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა ქო­ბუ­ლე­თის შე­მოვ­ლით გზა­ზე მოხ­და - ერ­თმა­ნეთს ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. ავა­რი­ის დროს ლიკა მან­ქა­ნა­ში მა­მას­თან და უმ­ცროს ძმას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. გო­გო­ნა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ორი­ვე და­შა­ვე­ბუ­ლი კი, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

    ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

    გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა ბა­თუ­მის მე­ო­თხე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, ლი­კას ოჯა­ხი ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­და­ნაა.

    15 წლის ლიკა სარ­ჯვე­ლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს, მისი მე­გობ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რი პოს­ტე­ბით გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ და სამ­ძი­მა­რი გა­მო­უ­ცხა­დეს ოჯახს:

    "რო­გო­რი თბი­ლი იყა­ვი, რო­გორ ყვე­ლა­ფერ­ზე ბრაზ­დე­ბო­დი. მე არ მჯე­რა შენი სიკ­ვდი­ლი, არ მჯე­რა რო ვე­რას­დროს გნა­ხავ. მუ­დამ მეყ­ვა­რე­ბი და ჩემს გულ­ში იქ­ნე­ბი"

    "ჩემო ლა­მაზ­თ­ვა­ლე­ბა, მო­ნატ­რე­ბუ­ლო. არ მგო­ნია რომ ვე­ღა­რას­დროს გნა­ხავ, არ მჯე­რა რომ შენ ლა­მაზ ღი­მილს ვე­ღარ და­ვი­ნა­ხავ. ჩემო მმ­ზე­თუ­ნა­ხა­ვო. ახ­ლაც მგო­ნია რომ გვცდი და მაგ­რად დაგ­ვცი­ნი ყვე­ლას. ყვე­ლა­ფერს მივ­ცემ­დი, ოღონდ ახლა მარ­ტო ერთხელ ჩა­მა­ხუ­ტა შენ­თან, ჩემო ღი­მი­ლის გო­გოვ." - წე­რენ ლი­კას მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი.

    მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით გუ­ლის­ხმობს.

    AMBEBI.GE

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    vai vui   (10.10.2019)
    სად გეჩქარებოდა მძღოლო სად მკვლელებოოოოოოო დასაწვავები ხართ ცოდვა მოგეწიოთ მძღოლებო ვინც ასეთ სისასტიკეს ჩადიხართ და ადმიანებს კლავთ.

    დააააა   (10.10.2019)
    გასკდა გული. დალოცვილებო სად გეჩქარებათ? რას ერჩით საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×