სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.09.2019

     (რეზონანსი) თუ საჭირო იქნება, ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

    პრემიერმა აღნიშნა, რომ 20 ივნისი იყო „პარლამენტის შტურმის ღამე".

    „მე ვიყავი შინაგან საქმეთა პირველი მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და გამოძიებას მისცა ჩვენება. თუ საჭირო იქნება, ვიქნები ასევე პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას.

    რაც შეეხება იმას, საკმარისი არის თუ არა - ამას იძიებს პროკურატურა . შესაბამისად, პროკურატურა გადაწყვეტს, რამდენი ადამიანი იქნება დასაკავებელი და სად იქნება დევნა დასაწყები", - განაცხადა გახარიამ.

    მან ასევე, უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, იმ დროს, როცა დაკავებულია აქციის 18 მონაწილე, რატომ არ არიან დაკავებულები მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებელი პირები.

    „რა თქმა უნდა, იყო ერთეული გადაცდომები, თუ საჭირო გახდება 10 ადამიანის დაკავება 10-ს დააკავებენ, თუ იქნება საჭირო - 20-ს. 18 ადამიანი ციხეში იმიტომ ზის, რომ მათ ჩაიდინეს ძალადობა სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ და სახელმწიფოს აქვს თავისი უფლება-მოვალეობები დაიცვას როგორც თავისი მოქალაქეები, ასევე დაიცვას მშვიდობა და მართლწესრიგი", - განაცხადა გახარიამ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×