სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.09.2019

     

    „სანამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ტოტალიზატორები და კაზინოები არ დაიკეტება, ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობა არ იქნება,"-ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი,"ტოიოტა ცენტრი თბილისის" დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი, NDI-ს კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია და ამაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

    როგორც გურჩიანი აცხადებს, საქართველოში სათამაშო ბიზნესი მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

    „ქართველები აღმოვჩნდით როგორი ხალხი იცით? ორ კაპიკს იშოვიან და გარბიან ტოტალზიატორში, ჰგონიათ, რომ გაასამმაგებენ მოგებას, მაგრამ ასე არ ხდება. იმიტომ არის, რომ დაიღუპა მთელი საქართველო. მე რომ ვიყო სახელმწიფოს მეთაური, ერთი ხელის მოსმით, ერთი ბრძანებით ავკრძალავდი ქართული პირადობის მოწმობით კაზინოში და ტოტალიზატორში შესვლას. გამოთავისუფლებული ფული საქართველოს ეკონომიკაში დარჩება. დღეს ტოტალიზატორის ფული საზღვარგარეთ გადის იმიტომ, რომ მათ უმეტესობას უცხოელი მფლობელი ჰყავს. ეს არხი დასაკეტია"-აცხადებს გურჩიანი.

    წყარო: კომერსანტი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    გორგასალი   (18.09.2019)
    სრულიათ ვეთანხმები

    გიგა   (18.09.2019)
    გაგახარა ღმერთმა. კაზინოებმა და ტოტალიზატორებმა დააქციეს ეს ქვეყანა.ნეტავი ჩვენი ხელისუფლებაც მასე ფიქრობდეს და გადადგას გაბედული ნაბიჯი თამაშების ასაკრძალად ქართველებისთვის.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×