რეზონანსი
22.08.2019

  „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, პენსიაზე გასვლის სანაცვლოდ ფულადი ჯილდოს მისაღებად განათლების სამინისტროში ათასზე მეტი პედაგოგი დარეგისტრირდა.

რეგისტრაციის ბოლო ვადა 20 აგვისტოს ამოიწურა.

მასწავლებლები, რომლებმაც 20 აგვისტოს 24 საათამდე გამოხატეს სურვილი ჯილდოზე, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიიღებენ ოქტომბრის დასაწყისში. ხოლო მეორე ეტაპი 2019 წლის ბოლომდე განხორციელდება.

განათლების სამინისტრო შეახსენებს პედაგოგებს, რომელთაც მიიღეს გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და ფულადი ჯილდოს მიღების თაობაზე, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ განაცხადი სკოლის დირექტორის სახელზე, მათ 20 აგვისტოს 24 საათამდე აქვთ ამის შესაძლებლობა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×