რეზონანსი
18.08.2019

 (რეზონანსი) რუსეთში, ულიანოვსკის ოლქის სოფელ პატრიკეევოში მოზარდმა საკუთარი ოჯახის წევრები მოკლა და შემდეგ თავიც მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა ოჯახის ზრდასრულ 3 წევრს და 2 ბავშვს.

წინასწარი გამოძიებით, მკვლელობა 16 წლის მოზარდმა ჩაიდინა. ამის შემდეგ, ის სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტა.

გამოცემა Mash-მა მოზარდის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ის წერს, რომ აპირებდა თვითმკვლელობას და „მასთან ერთად მთელი ოჯახის წაყვანას".

 

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×