სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.08.2019

     საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით 19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე თბილისსა და რუსთავში ჰოლივუდის ფილმის – „Fast and Furious 9“-ის (“ფორსაჟი) ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო,  გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

    პირველ ეტაპზე, 18 აგვისტოს 07:00 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე  თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა აიკრძალება იონა ვაკელის  ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ჩიხამდე, ანუ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან მეტროსადგურ „დელისამდე“. მოძრაობა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი ნუცუბიძის ქუჩაზე, ბუდაპეშტის ქუჩიდან თავაძის ქუჩამდე მონაკვეთში და თავაძის ქუჩაზე, ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით.

    შსს-ში აცხადებენ, რომ ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა იმოქმედებს 24-საათიან რეჟიმში, ხოლო

    ქვეითთათვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 07:00  საათამდე.

    კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან იონა ვაკელის ქუჩისკენ მოძრაობა  დაშვებული იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო  ბრიგადების სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

    ავტოტრანსპორტის მოძრაობას 10 საპატრულო ეკიპაჟი არეგულირებს, რომლებიც  შემდეგ ლოკაციებზე არიან განთავსებული: ვაჟა ფშაველას გამზირის და იონა  ვაკელის ქუჩის კვეთა; კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთა; ნუცუბიძის  ქუჩა; ნუცუბიძის და ასათიანის ქუჩების კვეთა; ვაჟა ფშაველას გამზირი  (დელისი); ყაზბეგის გამზირისა და ასათიანის ქუჩის კვეთა; ყაზბეგის გამზირისა და იოანე ვაკელის ქუჩის გზაჯვარედინზე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×