სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.07.2019

    16 წლის გიორგი ბეშკენაძე, რომელიც მშენებლობაზე დაიღუპა, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. მას იმ დღეს დაბადების დღე ჰქონდა…

    გიორგის ძმა და მამა რამდენიმე წლის წინ დაეღუპა. მოზარდი ბოლოს დედასთან ერთად უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ იძულებული გახდა, მუშაობა მშენებლობაზე დაეწყო.

    "პრაიმტაიმმა" გიორგის ტრაგიკულ ისტორიაზე ახალი დეტალები გაარკვია:

    "დედას შვილების გაზრდა მამის გარეშე მოუხდა. ის სამი შვილით უკიდურეს გაჭირვებაში დარჩა. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ოჯახს დედის ბიძამ დაუთმო სახლი. უკიდურესი გაჭირვების გამო გიორგი 7-8 წლის ასაკიდან მუშაობდა. მას სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და გარკვეული პერიოდი წითელი ჯვრის ექიმები მკურნალობდნენ.

    გაჭირვების გამო, გიორგის და, ეთერ ბეშკენაძე 15 წლის ასაკში გათხოვდა. დედა, იამზე ბეშკენაძე ხშირად ავადმყოფობს. მამის დანატოვარი სახლი საცხოვრებლად არ ვარგა. ამიტომ დედა ხშირად გათხოვილ ქალიშვილთან ან მეზობელ სოფელში, ძმასთან იმყოფება.

    გიორგის ცხედარი ახლაც ბიძისგან დათმობილ სახლში ასვენია. გარდაცვლილის დედა პასუხისმგებელი პირის დასჯას ითხოვს. სამშენებლო კომპანიიდან ოჯახს ჯერჯერობით არავინ შეხმიანებია".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    გულისა სიგუა   (18.07.2019)
    ვაიმე დედაა რა ქვეყანაა


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×