სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2019

     (რეზონანსი) მე-6 დღეა საბერძნეთში 16 წლის ქართველ გოგონას ეძებენ. არასრულწლოვანი ლ.მ-ს ძიების საქმეში ჩართულია სამართალდამცავი უწყებები და საქართველოს საკონსულო საბერძენთში.

    გაუჩინარებული გოგონას მშობლები საქართველოში, ქობულეთის რაიონ სოფელ სამებაში ცხოვრობენ, ხოლო საბერძნეთში ლ.მ დედამთილთან, მულთან, მეუღლესა და ხუთი თვის შვილთან ერთად ცხოვრობს.

    დაკარგულის მული AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ გოგონა სავარაუდოდ სახლიდან გაიპარა და უცნობ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად მიიმალა.

    დაკარგული გოგონას მამას „პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ მან შეატყობინა საქართველოს საკონსულოს შვილის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია და უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი შვილი მამაკაცთან ერთად გაიქცა.

    „რამდენიმე საათია, რაც თურქეთის საზღვარი გადმოვედი. ბიჭს თვითონ აქვს ბევრი დანაშაული, რაც წაიყვანა იმ დღიდან დაწყებული. მე არაფერი არ მაინტერესებს, რაც უნდა ის თქვას და ის იფიქრონ. მე ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ დღეს. ჩემი ქალიშვილი არ დამკავშირვებია, მე-6 დღეა, არ ვიცი მკვდარი არის თუ ცოცხალი. როგორც ამბობენ განცხადება დაწერილი ჰქონდათ პოლიციაში, მაგრამ არაფერი არ ჰქონიათ დაწერილი. მე თვითონ დავრეკე საელჩოში და მე ავუხსენი ყველაფერი. მას შემდეგ, რაც საელჩომ მოსთხოვა პასუხები უკვე ათას რაღაცას ამბობენ. ჩემი შვილის ქმარი სამი დღეა არ მპასუხობს. ჩემი შვილი მინდობილობით გავუშვი, ადვოკატი ბიჭის ახლობელია და ახლა ისიც არ მპასუხობს", - ამბობს ჯიმშერ მოწყობილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×