სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.06.2019

     „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ, გადაცემა „არჩევანში“ 20 ივნისის მოვლენები დეტალურად გაიხსენა და განაცხადა, რომ აქციის დარებევამდე მასთან შუამავალი, პალიკო კუბლაშვილი მივიდა და უთხრა, რომ შეხვედრა სურდა გახარიას და ბახტაძეს.

    ნიკა მელიას განცხადებით, ის 20 ივნისის ღამეს სხდომათა დარბაზში იყო და ამბობდა, რომ არ აპირებდა გარეთ გასვლას, როცა პარლამენტიდან გამოაგდეს ჟურნალისტებთან ერთად. სწორედ ასე მოხვდა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან.

    „იქვე გასცეს ბრძანება ჩემი დაკავების, მაგრამ იქ იმდენი ხალხი იყო, ვერ დამაკავეს. რომ ჩავედი ტრიბუნასთან მივედი და მივმართე მე ხალხს ის, რაც მივმართე და ჩემი ვალი იყო, ეს გამეკეთებინა და ათასჯერ გავაკეთებ იგივეს. დიახაც, როცა რუსეთის დროშა ფრიალებს აქ და ათი საათია გასული და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადება არ გაუკეთებია თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით. მოხდა ის, რაც მოხდა. განცხადება, რომელიც მე გავაკეთე, ამის შემდეგ ორი საათის განმავლობაში იქით ვაჩერებდით უამრავ ადამიანს,“ - აღნიშნა ნიკა მელიამ.

    მისი განცხადების გაკეთებიდან 2 საათში მელიასთან შუამავლად მივიდა ცნობილი პოლიტიკოსი პალიკო კუბლაშვილი, რომელმაც უთხრა, რომ გახარიას და ბახტაძეს უნდა მასთან შეხვედრა. ნიკა მელიას თქმით, გადაწყდა, რომ რამდენიმე ლიდერთან ერთად შევიდოდა მოლაპარაკებაზე, რისი წინააღმდეგიც აქციის მონაწილეები იყვნენ. შესაბამისად, მათ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    კოტე   (26.06.2019)
    ეჰ რას არ მოიგონებ თავი რომ გადაირჩინო,მშვიდობიანი აქცია სისხლიანი აქციე თქვე მოღალატეებო,მიშაზე შედარება გინდოდა?რას მოიგებდი შენობაში შეჭრით ,გგონია პარლამენტარობა გიშველის?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×