სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.06.2019

     (რეზონანსი) ქართველი ოძეკი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი დღეს დილით საქართველოში ჩამოვიდა. ქართველ სუმოისტს აეროპორტში გულშემატკივრები და ახლობლები სიმღერითა და ოვაციებით დახვდნენ.

    ის სამშობლოში რამდენიმე დღეს გაატარებს და უკან იაპონიაში დაბრუნდება, სადაც მომდევნო ბაშოსთვის მოემზადება.

    ლევანმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის დიდი მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ოძეკის წოდების დაბრუნება მისთვის სასიხარულოა, თუმცა მომავალში ის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, რაც ამჯერად ვერ მოახერხა.

    ქართველი სუმოისტი ასანოიამასთან ბრძოლის დროს მომხდარ ფაქტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს მსაჯების შეცდომა იყო, რომელსაც აღარაფერი ეშველება.

    „შეცდომა დაუშვეს. სიმართლე ვთქვათ, მსაჯების შეცდომა იყო, მაგრამ ალბათ, ასეთი რაღაც ყოველთვის, ყველა სპორტში ხდება და ამას არაფერი აღარ ეშველება. რა ვუყოთ, მომავალი წინ არის", - აღნიშნა ლევან გორგაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×