სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.06.2019

     (რეზონანსი) ჩინეთში, ქალაქ ემეიშანში უშუ კუნგფუს მე-8 მსოფლიო ჩემპიონატზე, ფოთელმა 8 წლის საბა გოგიამ ოქროს მედალი მოიპოვა. ჩემპიონატზე 50 ქვეყნის 5 000 სპორტსმენი ღებულობს მონაწილეობას. ინფორმაციას "ipress.ge" ავრცელებს.

    "მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრები 11 სპორტსმენი მონაწილეობს. გუნდს სათავეში უდგას უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი გიორგი ვერულიძე, რომელიც ამჟამად იქ იმყოფება. ამ დილით გვაცნობა მეტად სასიხარულო ამბავი, რომ საბა გოგიამ გუნშუს საჩვერნებელ გამოსვლაში - გრძელი იარაღით მოიპოვა პირველი ადგილი და დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.

    ძალიან საამაყოა, რადგან საბა პირველადაა ამ დონის ჩემპიონატზე და ეგრევე დაეუფლა ოქროს მედალს. დღის მეორე ნახევარში გამოდის მეორე ფოთელი სპორტსმენი 11 წლის სოფიკო აფხაზავა. ის ევროპის ჩემპიონია და მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ", - განაცხადა ფოთის სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების უშუს ჯგუფის მწვრთნელმა, ვასილ დუნდუამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved