სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    27.05.2019

     დაცული ტერიტორიების სააგენტო განცხადებას ავრცელებს: 

    „ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მარშრუტზე ადიდებულია მდინარე და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ლაგოდეხის ადმინისტრაცია ამის შესახებ აფრთხილებს ყველა ვიზიტორს და ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს. ვიზიტორთა ქცევის წესების დარღვევა, რაც აღნიშნული მითითებების გაუთვალისწინებლობასა და თვითნებურ ქმედებაში გამოიხატა, დღეს, „ნინოსხევის ჩანჩქერის" მარშრუტზე უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა.

    დაცული ტერიტორიების სააგენტო გაფრთხილებთ, დაემორჩილოთ სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების მითითებებს და მკაცრად დაიცვათ ვიზიტორთა ქცევის წესები" - აღნიშნულია განცხადებაში.

    ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის გოგონა დღეს ნინოსხევის ჩანჩქერთან მდინარეში ჩავარდა და დინებამ წაიღო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved