სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.04.2019

     (რეზონანსი) „ლიბერთი ბანკიდან" თავდამსხმელებმა 2000 ლარამდე გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

    ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა მუშაობა დაასრულეს. ტერიტორიაზე მოიხსნა ყვითელი ლენტიც.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელების დაკავების მიზნით ინტენსიური ღონისძიებები მიმდინარეობს.

    თბილისში, სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის" ერთ-ერთი ფილიალი დღეს დააყაჩაღეს.

    როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×