სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    03.10.2018

     სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის სკანდალური განცხადების შემდეგ, რომ ბიზნესზე ზექოლასთან დაკავშირებით საუბრის ჩანაწერები „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის სცენარის მიხედვით დაიგეგმა და გაკეთდა, მმართველი გუნდის წევრები ზაზა ოქუაშვილი დაკითხვას მოითხოვენ.

    „რეალურად საქმე გვაქვს დიდი ოდენობით გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მცდელობასთან. ამ გადასახადებს სჭირდება გადახდა და ვერ იქნება დაშვებული პრეცედენტი ქვეყანაში. ახლა უკვე უნდა გამოიკითხოს ოქუაშვილი, ბოლომდე უნდა მოხდეს გამოძიება იმ საკითხების, რაზეც მოვისმინეთ ბრალდებები, მთელი ორკვირიანი კამპანია და სერიალები სხვადასხვა ჩანაწერის გამოქვეყნებით“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

    ბესელიას თქმით, სპორტის ყოფილი მინისტრის კომენტარმა მანამდე გავრცელებული ფარული ჩანაწერების შინაარსი თავდაყირა დააყენა.

    „ეს ყველაფერი, რასაც ლევან ყიფიანი ამბობს, აბსოლუტურად თავდაყირა აყენებს იმ ვერსიას, რასაც საზოგადოებას სთავაზობდა და აიძულებდა, რომ ეს ვერსია დაეჯერებინა საზოგადოებას „რუსთავი 2“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ახლა ამაზე გაგვცენ პასუხი,“- განაცხადა ბესელიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×