სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    31.12.2017

     (რეზონანსი) თუ ჩვენ არ გვწამს მარადისობის, უფლის წყალობის, რომ უფალში ყველაფერი აღირაცხება და მოგვენიჭება, მაშინ მართლაც აზრს კარგავს ყველაფერი, - ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

    „თუ ჩვენ გამოვრიცხავთ მარადისობის პერსპექტივას, მაშინ ყველაფერი აზრს კარგავს. თუ ჩვენ არ გვწამს მარადისობის, უფლის წყალობის, რომ უფალში ყველაფერი აღირაცხება და მოგვენიჭება, მაშინ მართლაც აზრს კარგავს ყველაფერი. თქვენ იცით, რომ თანამედროვე სეკულარისტულ აზროვნებაში ეს სწორედ ასეა, რომ მარადისობის ცნება და ამგვარი ცხოვრებისეული აზრი სრულებით გამორიცხულია; მარადისობა საერთოდ არ იგულისხმება, არსად არ ჟღერს არც ერთი დიდი ტრიბუნიდან. ამ შემთხვევაში ყველაფერი აზრს კარგავს. ისტორიაც აზრს კარგავს, თუ ჩვენ წავშალეთ და დავივიწყეთ ის, რაც არ არის მარადისობა, სადაც ეს ყველაფერი აღირაცხება და სადაც ჩვენ მოგვეგება მარადიული სიხარულით და ღვთის მადლით", - განაცხადა მეუფე შიომ.

    ქადაგებისას პარტიარქის თანამოსაყდრე ახალი წლის დღესასწაულსაც შეეხო.

    „დღეს არის წელიწადის ბოლო დღე, ხვალ ახალი წელი შემოდის და სწორედ ამაზე ვფიქრობთ, როგორ ვეგებებით ჩვენ ახალ წელიწადს - უნდა მივეგებოთ იმ განწყობით, რომ ყოველი სიკეთე, ყოველი მიზანდასახულობა ჩვენი ცხოვრებისა უნდა იყოს არა ამქვეყნიური კეთილმოწყობისთვის, როგორც ახლა არის ძალიან მიღებული და გავრცელებული, არამედ მარადიული სიცოცხლისთვის. ეს უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების აზრი და მიზანი. შემდგომი წელიწადი ყოფილიყოს ამ თვალსაზრისით ყოველი ჩვენგანისთვის და ჩვენი ერისთვის წინგადადგუმული ნაბიჯი. ეს ყოფილიყოს ბედნიერი, მშვიდობიანი და უფალთან დაახლოების წელი", - განაცხადა მეუფემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter