სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    29.12.2017

     (რეზონანსი) სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი წარდგენილ ორივე ბრალდებაში სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

    რატიანის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილებას ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

    ზვიად რატიანს ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლის დარღვევა ედება ბრალად. კერძოდ, 166-ე და 173-ე, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი წინააღმდეგობას გულისხმობს.

    სასამართლოს წინა სხდომაზე საქმის განხილვა დასრულდა. განიხილეს ვიდეომტკიცებულებები, დაკითხეს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

    რატიანმა განმარტა, რომ დაკავებისას სამართალდამცველები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავად პატრულის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ რატიანი ნასვამ მდგომარეობაში იყო და პოლიციის მისამართით უცენზურო სიტყვებს ხმარობდა.

    რატიანი სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს, რაზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter