სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    29.12.2017

     (რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლოში პოეტ ზვიად რატიანის პროცესის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან აქცია იმართება.

    სოლიდარობის აქციაზე მწერლები და რატიანის მეგობრები პოეტის ლექსებს კითხულობენ.

    მათ ასევე მოტანილი აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით: "უმისამართოდ იგინებოდა დედის მისამართით", „უმისამართო რეიდები მოქალაქების მისამართით".

    დღეს მოსამართლე რატიანის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გადაწვეტილებას გამოაცხადებს.

    სასამართლოს წინა სხდომაზე საქმის განხილვა დასრულდა. განიხილეს ვიდეომტკიცებულებები, დაკითხეს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

    რატიანმა განმარტა, რომ დაკავებისას სამართალდამცველები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავად პატრულის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ რატიანი ნასვამ მდგომარეობაში იყო და პოლიციის მისამართით უცენზურო სიტყვებს ხმარობდა.

    რატიანი სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს, რაზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved