სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.02.2017

     საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

    თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შსს-მ ოფიციალურად დაადასტურა გვარამია-ახვლედიანის სკანდალური აუდიოჩანაწერის ავთენტურობა, შესაბამისად საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასება და ბრალეული პირების გამოსავლენად ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება.

    „გვარამია ნაწილობრივ აღიარებდა ჩანაწერის ავთენტურობას, მხოლოდ ამტკიცებდა, რომ ეს ჩანაწერი დამონტაჟებული იყო. ამ დასკვნის თანახმად, სადაც დასტურდება, რომ ჩანაწერი ავთენტურია და დაუმონტაჟებელია, იკვეთება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი უხეშად ერეოდა სასამართლოს საქმიანობაში,"-განაცხადა თალაკვაძემ.

    მისივე თქმით, სასამართლო უნდა იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან და

    ამ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება არის იმის გარანტია, რომ ჩვენი საზოგადოება მომავალში კორუფციული გარიგებების მოწმე აღარ გახდება

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×