რეზონანსი
01.02.2017

 დემოკრატი სენატორი ჩაკ შუმერი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, ნილ გორსაჩის კანდიდატურას ეწინააღმდეგება. გორსაჩი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, გუშინ წარადგინა. შუმერი აღნიშნავს, რომ ტრამპის არჩევანი საეჭვო და დამაფიქრებელია. 

„გორსაჩი უპირატესობას ანიჭებს კორპორაციებს, ვიდრე იქ დასაქმებულ ხალხს. მას აქვს მტრული დამოკიდებულება ქალთა უფლებების მიმართ, კიდევ უფრო შემაშფოთებელია მისი მიდგომები იურისპუდენციაში. ყველაფერი ეს მაძლევს საფუძველს, რომ ვიყო სკეპტიკურად განწყობილი. არ მგონია, რომ ის შეძლებს იყოს უზენაესი სასამართლოს ძლიერი და დამოუკიდებელი ხელმძღვანელი"-განაცხადა შუმერმა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ტრამპს არჩევანს სხვა დემოკრატი სენატორებიც უწუნებენ. მათი აზრით, ისინი გორსაჩის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან, რადგან მათთვის მიუღებელია მისი კონსერვატორული მიდგომები. კანონმდებლებს ასევე არ მოსწონთ ტრამპის წარდგენილი კანდიდატის დამოკიდებულება, რომ ის ინდივიდუალურზე წინ, კორპორაციების უფლებებს აყენებს.

„აუცილებელია, რომ მომზადდეს ახალი კანონპროექტი, რომელიც დაიცავს ყველა ამერიკელის და არა მხოლოდ მდიდრების, ან მსხვილი კორპორაციების უფლებებს"-განაცხადა სენატორმა ბერნი სენდერსიმ.

რამდენიმე სენატორს, შეროდ ბრაუნს, ჯონ ედვარდ მარკს და როდ ვაიდენს, უკვე საჯაროდ აქვთ გაცხადებული, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ.

 

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×