სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    29.01.2017

     ევა გოცირიძე სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეების სიის ჩავარდნის მიზეზებზე, წერილს აქვეყნებს.

    „გასაუბრების დროს, კომიტეტის წევრთა რეაქციის მიხედვით, მე არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ ეს ჩემთვის მოსალოდნელი ყოფილიყო. კომიტეტის ბრიტანელმა წევრმა ისიც კი მკითხა, თუ როგორ მოხდა, რომ ასეთი შთამბეჭდავი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე, თავიდანვე არ მოვხვდი სიაში"-ნათქვამია გოცირიძის წერილში.

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, საკითხში პოლიტიკურ დაინტერესებას ხედავს. გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ წარდგენილი სიის წინააღმდეგ, გარკვეული პირების მუშაობა, სტრასბურგის სასამართლოში მერაბიშვილის საქმის განხილვას უკავშირდება, რომელიც მარტშია ჩანიშნული.

    „სიის ჩავარდნის გამო, ამჟამინდელ მოსამართლეს გაუხანგრძლივდა ვადა და მერაბიშვილის საქმეს სტრასბურგში, ადეიშვილის მოადგილე განიხილავს"-განაცხადა ევა გოცირიძემ.

    სტასბურგის მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ სხვადასხვა ძალებმა ერთობლივად იმოქმედეს. მათ შორის არიან, ომბუდსმენი, არასამთავრობო სექტორის, „ნაციონალური მოძრაობის", „საიას" და ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლები.

    „განხორციელდა ძალთა არნახული მობილიზაცია ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ერთი მიზნით შთაგონებულებმა, ჩემს წინააღმდეგ წერილები აფრინეს"-განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა.

    ევროსაბჭოში წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატების სია, 3 დღის წინ ჩავარდა.

    ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობისთვის, გიორგი ბადაშვილი, ალექსანდრე ბარამიძე და ევა გოცირიძე იბრძოდნენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved