რეზონანსი
19.04.2024

როგორც შიდა, ისე გარეძალები აქტიურად ცდილობდნენ სახელმწიფო გადატრიალება, ჩვენ სამსახურებს ძალიან დიდი როლი მიუძღვით, როგორც პრევენციის, ისე გამოვლენის კუთხით, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

„დეზინფორმაციული კამპანია არის ერთ-ერთი მეთოდი. როგორც შიდა, ისე გარეძალები აქტიურად ცდილობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას, ეს ხდებოდა სხვადასხვა მეთოდით. ჩვენს სამსახურებს ძალიან დიდი როლი მიუძღვით, როგორც პრევენციის, ისე გამოვლენის კუთხით", - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×