რეზონანსი
18.04.2024

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა „მოქალაქეების" ლიდერ, ალეკო ელისაშვილზე თავდასხმას პოლიტიკურს უწოდებს.

ამის შესახებ მან საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ნაცვლად იმისა, რომ ქართული პოლიცია იცავდეს კანონსა და იცავდეს საქართველოს მოქალაქეებს, იცავდეს მართლწესრიგს, ივანიშვილის პირობებში, ქართული პოლიცია გადაიქცა სადამსჯელო ჯგუფად, რომელმაც, მათ შორის შური იძია ალეკო ელისაშვილზე. ეს არის პოლიტიკური თავდასხმა, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რისთვისაც ივანიშვილი იყენებს სახელმწიფო უწყებებს, სახელმწიფო სტრუქტურებს და, ამ შემთხვევაში, პოლიციას, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები ემსახურებოდნენ ქართველ ხალხსა და ქართველი ხალხის ინტერეს",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ „მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება იყო. როგორც დღეს დეპუტატმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ის „გულიანად ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. „კორექტული ჯაჯგური" გვქონდა პოლიციასთან. ამ დროს, პირისპირ შევეფეთე საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს, ვაჟა სირაძეს და მისი უშუალო ხელმძღვანელობით შემათრია რამდენიმე პოლიციელმა კანცელარიასთან. ამ შეთრევის დროს წავიქეცი და წაქცეულს წიხლებით შემდგნენ. ვინ იყვნენ ვერაფრით ვიტყვი იმიტომ, რომ მარტო ფეხებს და "ბათინკებს" ვხედავდი. ასეთი "კარგი" ნაცემი შემდეგ შემიყვანეს კანცელარიაში, იქ ანზორ ჩუბინიძესაც შევხვდი და მასთან ცხარე საუბარი მქონდა",-განაცხადა ელისაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×