რეზონანსი
16.04.2024

გასაგებია, რომ ეს არის თავდასხმა და ძალადობა, მაგრამ აქ უფრო პრობლემურია ახსნა, რატომ და რატომ მოხდა ამ ფორმით ეს თავდასხმა?! შემდეგ ის შეგულიანებები, რომელიც ჩვენ ვნახეთ, მათ შორის მედიის საშუალებითაც, რომლებიც ახდენდნენ ამ ფაქტის წარმოდგენას პოზიტიურ ჭრილში, ვფიქრობ, ამან გააჩინა ეჭვები და გააღრმავა ის აღქმა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატ ალეკო ელისაშვილის თავდასხმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ფატია, რომ იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი ზუსტად ამ ფორმით და ამ სახით.

„არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფატია, რომ იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი ზუსტად ამ ფორმით და ამ სახით. ასეთი თავდასხმა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ძალადობრივი თავდასხმა მე პირადად არ მახსოვს. ყოფილა სხვადასხვა შემთხვევა პარლამენტში, მაგრამ ასეთი ფორმით, ასეთი სახით, რომელიც უპირველეს ყოვლისა, თავად თავდამსხმელთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს, რთულია რომ ამას რამე შეფასება მოვუძებნო. კიდევ ერთხელ, აქ მთავარი პრობლემაა, როდესაც ცდილობ ახსნა, რა იყო ამ საქციელის განმაპირობებელი, აქ ერთადერთი ახსნა არის ის, რომ არის გარკვეული დაკვეთა. გუშინდელი სურათი, ფაქტობრივად იყო განმარტება იმისა, თუ რა ტაქტიკა აქვს რადიკალურ ჯგუფებს, ოპოზიციასა და ზოგიერთ ენჯეო და მედიასაშუალებას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×