რეზონანსი
10.04.2024

ანტისანიტარია და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა - პატარა ოთახში და გაუსაძლის პირობებში 4 მამაკაცი 2 თვე ცხოვრობდა. გამომძიებლის ინფორმაციით, ერთი ოჯახის წევრები, კახეთში მდებარე ერთ-ერთ ფერმაში დასაქმდნენ და, მალევე, ტრეფიკინგის მსხვერპლები გახდნენ.

დაზარალებულების ვერსიით, ფერმის მეპატრონე მათ ხელფასს არ უხდიდა, უკრძალავდა ოჯახთან კომუნიკაციას და არ აძლევდა უფლებას, დაესვენათ. ფარული ჩანაწერები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა. გამოძიების მიერ მოპოვებული მასალით ირკვევა, რომ სავარაუდო დამნაშავე მათ ემუქრებოდა და ფიზიკურადაც უსწორდებოდა.

ტრეფიკინგის ბრალდებით, პოლიციამ ფერმის მეპატრონე - 42 წლის მამაკაცი დააკავა. "კურიერის" ინფორმაციით, ის ნიკოლოზ გიორგელაშვილია. მას მცირე ბიზნესი თელავში, სოფელ შალაურში აქვს.

ფერმა, სადაც, სავარაუდოდ, დანაშაული ხდებოდა, ამ დრომდე დალუქულია და ადგილს საგამოძიებო მოქმედებების კვალი ეტყობა. "კურიერი" დაწესებულებაში დასაქმებულებს გაესაუბრა, მათ შორის, ბუღალტერსაც, რომელმაც ტრეფიკინგის ფაქტი გამორიცხა და თქვა, რომ დაზარალებულებს ხელფასს პირადად უხდიდა.

დანაშაულს არ აღიარებს ბრალდებული. ნიკოლოზ გიორგელაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ, დაკავებულის უდანაშაულობის დასამტკიცებლად, ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებს.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული წინასწარ პატიმრობაშია. გამოძიება 4 პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ადამიანით ვაჭრობის ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემოტევაში, ფერმის 42 წლის მეპატრონეს 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×